11:04 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 12:34:23, 1983 ნახვა

კომენტარი
ბეჟაშვილი - კომპანია „ლაგთან“ დაკავშირებული მენეჯერების დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ ათობით მილიონი ლარი ისევ კორუფციის ჯიბეში იკარგება

“კომპანია „ლაგთან“ დაკავშირებული მენეჯერების დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ ათობით მილიონი ლარი ისევ და ისევ კორუფციის ჯიბეში იკარგება – 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ხალხის ხარჯზე თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება და ქვეყანა ევროპისკენ მოვაბრუნოთ.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა

 “ჩვენ ვხედავთ როგორ მიდის “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირება საბიუჯეტო ფულის გაფლანგვაზე და გადანაწილებაზე. კომპანია ლაგთან დაკავშირებული მენეჯერების დაკავება ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკავშირდება კონკრეტულ დეპუტატს და ოჯახის წევრებს. ის ათობით მილიონი ლარი, რომელიც მხოლოდ ამ კომპანიის მიერ არის შეჭმული და გაფლანგული, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მასშტაბებს კორუფციისა, რომელიც გამეფებულია ქვეყანაში და დღეს ერთადერთი შემოსავალი “ოცნების” და ივანიშვილის არის სწორედ ხალხის ფული, კორუფციული ფული, ამიტომ ბუნებრივია ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი, უნდა დავასრულოთ ხალხის ხარჯზე თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება ხალხის ხარჯზე და ქვეყანაში უნდა დავასრულოთ კორუფცია, უნდა შემოვაბრუნოთ ქვეყანა ევროპისკენ და ქართველი ხალხის გამარჯვების დღედ ვაქციოთ 4 ოქტომბერი.”- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ განაცხადა
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა შტურმით აიღო
WP: აშშ და ირანი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთში 26 მაისს ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics