|
2025-09-29 23:14:13, 1485 ნახვა
პოლიტიკა
ოლიგარქის დეპუტატი ჭეიშვილი - ვაპირებთ განათლების სისტემის რეფორმირებას ლიბერალური ფაშიზმის დასასრულებლად
„ქართული ოცნება აპირებს მორიგი რეპრესიული კანონის მიღებას ამჯერად განათლების სისტემაში ე.წ "ლიბერალური ფაშიზმის" დასასრულებლად - ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა, პრორუსულ პროპაგანდისტურ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა: „ე.წ. ტრენინგები ან სემინარები, როგორც წესი, ძალადობის, ტერორიზმის და სხვა მსგავსი ქმედებების რომანტიზაციას ახდენს. ბუნებრივია, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და სახელმწიფო ამაზე რეაგირებას მოახდენს... 4 ოქტომბერი და მათ მიერ გამოცხადებული „სახელმწიფო გადატრიალება“ ერთია; ამ ახალგაზრდების რეკრუტირება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, იდეოლოგიის გავრცელება, რომელსაც ჩვენ „ლიბერალურ ფაშიზმს“ ვუწოდებთ, რომელსაც ისინი ახორციელებენ და ამ მიზნით შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს იყენებენ, სულ სხვაა... უმაღლესი განათლების რეფორმა და ზოგადად განათლება მთავარი პრიორიტეტია... მთავრობის დონეზე შესაბამისი კომისია მუშაობს და ძალიან მალე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული კონცეფცია. ეს, თავის მხრივ, ასევე იქნება ფაქტორი და მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენება შესაბამისი ფოკუს ჯგუფების ინდოქტრინაციის ინსტრუმენტებად. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ განათლების, განსაკუთრებით უნივერსიტეტების წმენდას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)