|
2025-09-25 18:07:59, 916 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ბელორუსის რეჟიმის საგარეო მინისტრს შეხვდა ქართულმა უწყებამ კი შეხვედრა დამალა
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო საააგენტო BelTA ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ რიჟენკოვსა და "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შორის ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შესახებ. ინფორმაცია ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ არ გაუვრცელებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაკა ბოჭორიშვილის მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტზე. BelTA-ს თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. "დისკუსია, კერძოდ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას დაეთმო". მაქსიმ რიჟენკოვმა ქართულ მხარეს წარმატება უსურვა საქართველოში მომავალი მუნიციპალური არჩევნების ჩატარებაში, - ნათქვამია ბელარუსული მედიის მიერ გავრცლებული ინფორმაციაში. მაქსიმ რიჟენკოვი 2016 წლიდან 2024 წლამდე ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდ ლუკაშენკას ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ევროკავშირის "შავ სიაშია" შეყვანილი და სანქცირებულია სხვა რამდენიმე ქვეყანის მიერ. შეზღუდვები მის წინააღმდეგ დაწესდა ლუკაშენკას რეჟიმის მხარდაჭერის, 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისა და მომიტინგეების წინააღმდეგ მიმარტული რეპრესიებისთვის. მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, დმიტრი ჰარას შეხვდა. თუმცა, შეხვედრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)