|
2025-09-25 08:48:57, 936 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მათ შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და სერბეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო დინამიურ ხასიათს იძენს. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მიხეილ ყაველაშვილი სერბეთში მიიწვია, თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა კი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რამდენიმე თვეა სერბეთში ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)