|
2025-09-24 18:41:26, 945 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი - კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე
კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე, ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ , მთავრობების ფუქციონირების გლობალური შეფასების ინდექსის კომენტირებისას განაცხადა. მისითქმით, საქართველო ყველა რეიტინგით არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. „რომ შევადაროთ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ აბსოლუტური მოწინავე და არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ყველა პარამეტრით, ყველა ინდექსით, ყველა რეიტინგით ევროკავშირის არაერთ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, არის ლიდერი. კანდიდატ ქვეყნებს შორის ჩვენი ლიდერობა არის აბსოლუტურად ეჭვგარეშე. ამას ამტკიცებს ყველა ფაქტი და ყველა ობიექტური რეიტინგი ", - განაცხადა ოცნების პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)