|
2025-09-04 12:47:50, 1711 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსური დანაშაულის ფაქტზე მსჯავრდებულებს ქვეყნიდან გასვლა 16 წლით აეკრძალებათ
ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების ჩამდენი პირებისგან, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება მარტივდება. 3 სექტემებრს გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს ივანიშვილის წარმომადგებელმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ კანონში განისაძღვრება კონკრეტული ვადა და დადგინდება, რომ რიგი ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების საფუძველზე ნასამართლევ პირებს საქართველოდან გასვლა 16 წლის ვადით აეკრძალებათ. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა, რა დათქმის შესაბამისადაც პარლამენტმა საკითხს კენჭი უყარა. კერძოდ, გაუმჯობესდა და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა უფლებრივი სტანდარტი იმ პირების მიმართ, რომელთაც დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ და რომელთა ქონების ჩამორთმევა და რეალიზაცია დაზარალებულთა კომპენსაციის სახით მოხდება. ამ პირებს შეეძლებათ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევის თაობაზე ზუსტად ისევე გაასაჩივრონ, როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობა ყადაღის დადების შემთხვევაში ითვალისწინებს. არის კორექტირება მუხლში, რომელთაც გათვალისწინებულია ე.წ. თეთრის საყელოს დანაშაულები, რომელ დანაშაულში მხილებულ და მსჯავრდებულ პირებს ვალდებულება ექნებათ, რომ მიყენებული ზიანი ახალი წესით აანაზღაურონ - არის კორექტირება და ორ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მუხლების დამატება მოხდა. გარდა ამისა, შემოთავაზებული გვქონდა პრინციპი, რომ თუ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით ახალი რეგულაციების გამოყენება მოხდა, პირს საქართველოდან გასვლა აეკრძალებოდა, ხოლო აკრძალვის ვადა დამოკიდებული იყო ნასამართლეობის ვადაზე. შემოთავაზებული ახალი რედაქციით, პირდაპირ მიეთითება კონკრეტული 16 წელი ანუ მაქსიმალური ვადა, რა დროითაც შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოხდეს". - თქვა გორდულაძემ. კანონისპროექტში განსაზღვრულია ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ვადის გზებიც: ა) სასჯელის სახით შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევაში − მისი მოხდის მომენტიდან; ბ) პირობითი მსჯავრის გამოყენების ან არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში − განაჩენის გამოტანის მომენტიდან; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მოსახდელი სასჯელის მოხდის მომენტიდან; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე ან 73-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მომენტიდან. ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი შეეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების მქონე ნივთის/დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნივთის დაზიანება ან განადგურება, მომხმარებლის მოტუყება ჩადენილი დიდი ოდენობით, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება. გორდულაძის განცხადებით, ქართული ოცნების ახალი კანონპროექტი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება. 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები" გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)