|
2016-03-22 14:53:57, 818 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: თუ ბიზნესიდან ფული არ იქნება ამოღებული, მაშინ ის მოგების გადასახადით აღარ დაიბეგვრება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან, საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს. ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რეფორმის მნიშვნელობას ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების, ბიზნესის განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენისა და დამატებით სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით. "იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კონონპროექტს უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს არის უპირველეს ყოვლისა, ის რომ ჩვენ ძირითადი საშუალებების იმპორტს ხელს შევუწყობთ. ძირითადი საშუალებების იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგვრება. ასევე მნიშვნელოვანი არის შიდა ინვესტიციების წახალისება. აღსანიშნავია, რომ შიდა ინვესტიციების გადასახადიც განაწილებულ მოგების გადასახადზე გადაცვლა გულისხმობს იმას, რომ თუ ბიზნესიდან ფული არ იქნება ამოღებული და არ იქნება განაწილებული, ამ შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადით აღარ დაიბეგვრება. ეს თანხა მოხმარდება ინვესტიციების განხორციელებას. ეს ქვეყანაში მოხმარდება ახალი სამუშაოების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ გვაქვს გათვლები. ამ გათლების შესაბამისად მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკური ზრდის პრობლემები. 80 მილიონს ველოდებით ჩვენ, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი", - ამის შესახებ განაცხადა ნოდარ ხადურმა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, მთავრობისთვის ფინანსთა სამინისტროსთის პრიორიტეტულია მაქსიმალურად გაითვალისწინონ ბეზნესის წინადადებები და შენიშვნები. მნიშვნელოვანია ასევე რეფორმის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე, ბიზნესს არ შეექმნას რაიმე სახის სირთულეები. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, გამოთქვამს ,ზადყოფნას გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)