|
2016-03-22 14:20:44, 418 ნახვა
პოლიტიკა
ტერაქტების გამო ბრიუსელში ქართული დელეგაციის ყველა შეხვედრა გაუქმდა
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, ევროპარლამენტში ყველა სხდომა და შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ „რუსთავი 2“-ს ბრიუსელიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა. ბესელია დეპუტატებთან ერთად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. „გაუქმდა ყველა ჩვენი შეხვედრა და შეწყდა ევროპარლამენტის სესიაც“, - აღნიშნა ბესელიამ. მისივე თქმით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული ყველა ოფიციალურ უწყებაში, მათ შორის ევროპარლამენტში. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ დეპუტატები სასტუმროებში რჩებიან, სადაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია. დეპუტატების თბილისში დაბრუნება დღეს საღამოს იგეგმებოდა, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიდო. ცნობისთვის ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 23-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 35-ს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)