|
2025-08-18 21:26:23, 1440 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი და ტრამპი ოვალურ კაბინეტში პრესის კითხვებს პასუხობენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. ტრამპი მას დასავლეთ ფრთის შესასვლელთან დახვდა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული. ევროპელი ლიდერები - ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი - და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თეთრ სახლში ადრე ჩავიდნენ. ჯერ ზელენსკი და ტრამპი შეხვდებიან, შემდეგ კი ევროპელი ლიდერები და რუტე შეუერთდებიან მათ. შეხვედრაზე ზელენსკის შეუერთდებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. აშშ-ის მხრიდან, ტრამპის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და კიტ კელოგი, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზან უაილსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)