05:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 17:19:01, 1451 ნახვა

პოლიტიკა
ФСБ: უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი კი საქართველოს გავლით შეიტანეს.

მათი თქმით, ბომბით დატვირთული მანქანის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს.

"მანქანა, რომელშიც მაღალი სიმძლავრის ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით, ტრანზიტით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, საერთაშორისო საკონტროლო პუნქტ „ზემო ლარსზე“ გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილების გადამზიდავი კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, გეგმა იყო, რომ მანქანა გადაეცათ პირისთვის, რომელიც ყირიმის ხიდზე გაივლიდა და "უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი" გახდებოდა.

"უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა მათი გეგმების დროულად გამოვლენა, Chevrolet Volt-ში ფრთხილად შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და გაუვნებელყოფა და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მონაწილეობდა მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიწოდებაში", - წერს უსაფრთხოების სამსახური.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics