04:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-14 11:34:06, 1334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილი კრემლის ნარატივით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს

“ივანიშვილი კრემლის ნარატივით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიზანმიმართულად აზიანებს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეჟიმი მტრობს საქართველოს.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

ჟურნალისტის კითხვას, აფხაზეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ოცნების ხელისუფლებამ დაგვაყენა იმ საშიშროების წინაშე, რომ არაღიარების პოლიტიკა შესუსტდეს და საბოლოოდ, შესაძლოა დადგეს აღიარების საკითხიც, რამდენად რეალურია, რომ ოცნება წავიდეს ასეთ ნაბიჯზე?

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “ივანიშვილი უკვე წასულია ამ ნაბიჯზე. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც საკუთარ მხარეს, საქართველოს ადანაშაულებ საომარი მოქმედებების დაწყებაში და მათ შორის იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც აქვს კრემლს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ აძლევ პოლიტიკურ ასპარეზზე კრემლს მეტ სასაუბროს, უფრო მეტ ბერკეტს და გაეროს ტრიბუნაზე რუსებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ამ არგუმენტის გამოყენება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის გარდა, მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს რეჟიმი ვნებს და სპეციალურად მტრობს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომაც იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ჰააგაში და სტრასბურგში მიღწეული გამარჯვება შევინარჩუნოთ, აუცილებელია ამ სისტემის დემონტაჟი,“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics