|
2025-07-18 19:36:38, 2832 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ერთობლივი კამპანია დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად
საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალი წელია ხელს უწყობს ქვეყნის ენდემური სახეობების დაცვასა და კონსერვაციას. სწორედ ამ მიზნით, უკვე 13 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. საქართველოს ბუნების შენარჩუნების მიზნით კი, ფინანსური ინსტიტუტი კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) ერთად, ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ინსპირაციის წყაროც საქართველოს ბანკის ლოგო გახდა. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციები დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებას. „კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობს. CNF ეხმარება ყველა დაცულ ტერიტორიასა და ნაციონალურ პარკს უნიკალური სახეობების შენარჩუნებაში. აერთიანებს სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს, რომლებსაც გადარჩენა და კონსერვაცია სჭირდებათ. გავაცნობიერეთ რა, რომ თავად ჩვენ, საქართველოს ბანკი, უკვე 24 წელია, ლოგოში ლომს ვიყენებთ. ამ პასუხისმგებლობამ გადაგვადგმევინა ნაბიჯი სხვა ბრენდებისთვისაც მიგვეწვდინა ხმა, გავერთიანებულიყავით ერთი მისიით და ეს ერთგვარი ვალი ბუნებისთვის დაგვებრუნებინა”, - ვკითხულობთ საქართველოს ბანკის განცხადებაში. საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანიაში უკვე ჩაერთო ხუთი კომპანია:
კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) კომპანიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის საქმეში. ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)