|
2016-03-21 14:27:27, 605 ნახვა
პოლიტიკა
იტალიაში საქართველოს საელჩო რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს
იტალიაში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოც. „იტალია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია იტალიის რესპუბლიკაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, რომელიც ადგილზე ამოწმებს აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე საქმის კურსში იქნა ჩაყენებული საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)