|
2025-07-16 13:14:56, 1498 ნახვა
ეკონომიკა
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია
როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თიბისის ახალი კამპანია - „გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის“ გზავნილია, რომ შენი სურვილი ფუჭი ხარჯვა კი არაა, არამედ მიზანი, რომლისთვისაც შეგიძლია, წინასწარ მოემზადო. კამპანიის ფარგლებში, რამდენიმე ვიდეო და პრინტი შეიქმნა. თითოეულ მათგანში ნაჩვენები არიან ადამიანები, თავიანთი სურვილების წარმოსახვითი ვიზუალიზაციით და ოცნებისკენ მიმავალი გზით. ამ გზაზე კი, თიბისი ითავსებს პარტნიორის როლს, რომელიც არ გეკითხება, რატომ გეჩვენება მანქანის საბურავი საცურაო კამერად ან რატომ ოცნებობ სწავლაზე. ფინანსური ხარჯი ხშირად ისე წარმოგვიდგება, თითქოს გვაშორებს მიზნებს და სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ უკვე მთელი თანხა გაქვს. მაგრამ სწორედ, აქ ცვლის ყველაფერს ანაბრის იდეა. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც თანხის დაგროვებას უფრო რეალურ და მარტივ პროცესად აქცევს - თიბისის ანაბარი გეხმარება, რომ სურვილები ტვირთის ნაცვლად რეალურ გეგმებად აქციო. როცა ზუსტად გაქვს შენი მიზანი განსაზღვრული, ისიც იცი, რისთვის აგროვებ თანხას და აქ იწყება გარდატეხა, რაც სურვილებს ხელშესახებად აცოცხლებს. და რაც უფრო ხშირად ადევნებ თვალს შენს ანაბარზე დაგროვილ თანხას, მით უფრო ნათლად ხედავ, რომ მიზანს ყოველდღიურად უფრო უახლოვდები. ფინანსური თავისუფლება ყოველთვის დიდი ხელფასი ან მოულოდნელი შემოსავალი არ არის. ხშირად, ის მცირე, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებიდან იწყება. სწორედ ამიტომ, თიბისის ანაბარი იქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც არ გთხოვს გმირობას - უბრალოდ, გთხოვს დაწყებას. და როცა ამ საწყისს თან ახლავს მიზანი, რომელსაც უკვე ყველგან ხედავ — მაშინ ყველაფერი უფრო მარტივდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)