|
2025-07-02 11:58:18, 609 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ვფიქრობ, გახარიას განზრახული აქვს, ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს
არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მინდა მკაცრად გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას, ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის. „ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მისი ჩართვის შესახებ თხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. მე პირადად არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული რომ ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს, ამიტომ მე მინდა მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო (განსაკუთრებით მის ამფსონებს და გარემოცვას), რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს თავისი ლიმიტი და ნებისმიერი ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გულისხმობს სხდომის ჩაშლას ამა თუ იმ ფორმით, პირდაპირ ჩაითვლება ჩვენი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა. შემდეგ კომპეტენტური პირები მისცემენ კვალიფიკაციას. ამიტომ, იმედი მაქვს 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის,“ - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე განმეორებით გამოსაკითხად არის დაბარებული. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას გამოკითხვა 16:00 საათზე უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)