12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 13:21:19, 831 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ამ ოპოზიციის ფასი ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია

ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო - მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია”.

„ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო. ეს მათი პირადი და რეზოლუციების ავტორების დამსახურებაა, რომელთა აზრს, კვალს და რჩევებს მიყვებიან - აქედან გამომდინარე ბუნებრივია, მათ უჭირთ. დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია - პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე მიიღებენ თუ არ მიიღებენ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ოპოზიცია, რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ისინიც კი ვინც ამბობენ, რომ მივიღებთ [არჩევნებში მონაწილეობას], ანუ ეს რესურსიც არ გააჩნიათ. მერე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. რა პოლიტიკური პარტია ხარ, თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაცა სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი. მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics