|
2025-06-18 19:06:35, 922 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია რაჟდენ კუპრაშვილის საპასუხოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს
"საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ბიურო ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც თანდართული აქვს კონკრეტული მოთხოვნები, მოიცავს პირად მონაცემებს, რაც ეწინააღმდეგება ბიუროს განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მოქმედება მხოლოდ ორგანიზაციების მიზნობრიობის შესწავლას ემსახურება და არ ეხება კერძო პირებს. ლომჯარია განცხადებასთან ერთად შესაბამისი დოკუმენტაციის ფოტოსაც ავრცელებს. “ამ წუთებში რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არ მოგვითხოვია, ტყუილია ეს და გადაამოწმეთო. ჰოდა, მედიებისთვის ვაზიარებ, ინებეთ სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ჩვენი ბენეფიციარების პირად ნომრებს, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტოსურათებს ითხოვენ”,- წერს ლომჯარია „ფეისბუქზე“. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას. კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. მისი განმარტებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს. კუპრაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბიურო უზრუნველყოფს როგორც პროფესიული, ასევე პირადი მონაცემების დაცვას.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)