12:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 12:22:02, 581 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას შეეხებოდა ოპოზიციის მიერ რევოლუციის მოწყობის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი აღიარება.

„კარგია, რომ ხშირად ვისმენთ აღიარებებს და ესეც არის მორიგი აღიარება იმისა, რომ ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. სხვა არაფერი იყო ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა ამ მცდელობაში, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება.

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ,“ - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics