10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 17:58:42, 972 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ

კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დღეს, კიევის ტერორისტული ბუნების, მიერ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების დამალვა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ

მისი თქმით, უკრაინა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარს ამბობს.

„კიევის რეჟიმი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებს. ეს უბრალოდ დეჰუმანიზაციაა. აწარმოებდით თუ არა მათთან დიალოგს? დასხდებოდით თუ არა მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან? თუ ისინი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებენ, რაზე მეტყველებს ეს? ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.

გუშინ, უკრაინამ და რუსეთმა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გაცვლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics