|
2025-06-09 11:05:55, 701 ნახვა
მსოფლიო
14 წლის შემდეგ, სირია SWIFT-ის სისტემას ხელახლა დაუკავშირდება
სირია "სულ რამდენიმე კვირაში" ხელახლა დაუკავშირდება SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემას, რაც 14 წლიანი ომისა და სანქციების შემდეგ, სირიის გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში დაბრუნებას ნიშნავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა, აბდულკადერ ჰუსრიემ Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. FT აღნიშნავს, რომ SWIFT-ში დაბრუნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სირიის ახალი დროებითი მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესში. გამოცემის აზრით, ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება სწრაფად ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვას მას შემდეგ, რაც გასულ თვეში აშშ-მ მის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა. დამასკოში მიცემულ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, აბდულკადერ ჰუსრიემ, წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ფინანსური სისტემისა და მონეტარული პოლიტიკის რესტრუქტურიზაციას გულისხმობს. მისი მიზანია უცხოური ინვესტიციების დაბრუნება, ვაჭრობაში არსებული ბარიერების მოხსნა, ვალუტის ნორმალიზაცია და საბანკო სექტორის რეფორმა. გამოცემა წერს, რომ ჰუსრიე, ტექნოკრატი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში საფინანსო საკანონმდებლო სფეროში მოღვაწე კონსულტანტია, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს არაერთ საფინანსო კანონის შემუშავებაში მონაწილეობდა. ახლა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სტაბილიზაციის გეგმაზე" მუშაობს, რომელმაც 6-დან 12 თვის ვადაში სირიისთვის საგრძნობი შედეგი უნდა მოიტანოს. ეს გეგმა სოციალური დაცვის სისტემის მოდერნიზებასა და დიასპორაში მყოფი სირიელების ინვესტიციის მოსაზიდად საბანკო კანონების და ეროვნული ბანკის რეფორმირებას მოიცაავს. FT, აღნიშნავს საბანკო სექტორი აღდგენის პროცესში ცენტრალურ როლს თამაშობს - ის პრაქტიკულად ჩამოიშალა ომის, მეზობელ ლიბანში 2019 წლის ფინანსური კრიზისის და ასადის პერიოდის მძიმე ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ჰუსრიეს მიზანია ასადის ინტერვენციული ეკონომიკური მემკვიდრეობის დასრულება და მოწინავე სტანდარტების, გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენა.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)