|
2025-06-05 09:41:49, 564 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას სრულად უკრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე გამოაცხადა. თეთრი სახლის ვებგვერდზე კი შესაბამისი პრესრელიზი გამოქვეყნდა. სრული აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. გამონაკლისები გათვალისწინებულია შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიებისა და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის. მათზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზები. ამავდროულად, შეუნარჩუნდებათ ვიზები, მაგალითად, სამუშაო მიზნებისთვის ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანებისთვის. “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში. ქვეყნების სია ეფუძნება ანალიზს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ახორციელებს. დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ზომების შემოღების მიზეზი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმა გახდა, როდესაც ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც შეერთებულ შტატებში ცოლ-შვილთან ერთად არალეგალურად ცხოვრობს, შეკრებილ მოქალაქეებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას!“. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. "21-ე საუკუნეში ვხედავდით და ვხედავთ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებსაც მსოფლიოს საშიში ადგილებიდან ჩამოსული ვადაგასული ვიზების მქონე უცხოელები ახორციელებენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანაში ასეთი მილიონობით ადამიანია. ტერორისტულ თავდასხმებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, „ის, რაც ევროპაში მოხდა, ამერიკაშიც მოხდეს“. მისი თქმით, სიას, შესაძლოა, ახალი ქვეყნებიც დაემატოს.
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)