19:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 10:04:50, 1091 ნახვა

სამართალი
სასამართლო ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

„ველოდები, რომ დამიჭერენ. 99%-ით, ალბათ, დამიჭერენ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics