|
2025-05-20 18:04:17, 1020 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაქვემდებარება არის მიზანმიმართული თავდასხმა ეროვნულ ინსტიტუტებზე. როგორც გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სუს-ის ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზებას. „ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა ქართულ ეროვნულ ინსტიტუტებზე, მით უმეტეს ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე, რომელზეც მრავლად არის წარმოდგენილი ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთი და პრორუსული პოლიტიკური კურსი. სწორედ ამ ადამიანებს აქვთ დასავლეთის სააგენტოებთან თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება, რაც მიუღებელია რუსეთისთვის და შესაბამისად მიუღებელია საქართველოს პრორუსული ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, ეროვნული ინსტიტუტები და საქართველოს პროდასავლური კურსი იქნას შეჩერებული. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის კლებას, მისი ხარისხის ვარდნას ამავე დროს, პრობლემას შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს იმ უმძიმესი გამოწვევის ფონზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეს არის სუს-ში ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზების მაგალითი, რაც გამოიწვევს სუს-ის დამატებით გაძლიერებას და ამ მონსტრად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ საფრთხის შემცვლელად გადაქცევას, რაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფოების სადარი. მინდა ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ სულ მალე ბოროტმოქმედი რეჟიმი დასრულდება, საქართველოს ეყოლება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თქვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საგარეო და საშინაო უსაფრთხოება იქნას დაცული“,- განაცხადა გეგელიამ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)