17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 12:29:24, 812 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი წლის ბოლომდე უკრაინის ოთხ რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვებას შეძლებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი ძალები წლის ბოლომდე შეძლებენ უკრაინის თავდაცვითი ხაზის გარღვევას და ოთხ რეგიონზე - დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე - სრული კონტროლის მოპოვებას, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

“ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბროს დროს რაიმე მნიშვნელოვან დათმობას შესთავაზებს და ევროპელი ჩინოვნიკები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპმა შესაძლოა, მიუხედავად ამისა, შეთანხმების იძულებით მიღწევა სცადოს”, - წერს Bloomberg-ი.

ამასთან, კრემლთან დაახლოებულმა ორმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე ყველა საუბრის მიუხედავად, პუტინი მზადაა გაჭიანურებული ომისთვის, თუ ეს მისი მიზნების მისაღწევად აუცილებელი იქნება და ის ოპტიმისტურად არის განწყობილი აშშ-ის შემდგომი სანქციების პერსპექტივის მიმართ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეისთვის არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics