17:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 14:00:08, 681 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ რასა იუკნევიჩიენემ ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარმა მისი განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. საუბარია იუკნევიჩიენეს შემდეგ განცხადებაზე: „გვაშფოთებს, რომ საქართველოში, ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება“.

„ამას ამბობს დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და მის 1 120 000 ამომრჩეველს დამნაშავესა და ინფექციას უწოდებს.

ევროპარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის მიმართ მისი ფაშისტური განცხადებებისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics