|
2016-03-16 15:38:38, 605 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსების მიზნით ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსების მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, საგრანტო თანხა 149 ათასი ლარია. 100 ათას ლარამდე გათავლისწინებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ყოფილი პატიმრებისთვის, 49 ათასი კი - დასავლეთ საქართველოში. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 მარტი. განაცხადის შესახებ სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. პროექტის სახელწოდებაა - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა". „ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებისათვის საგრანტო კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 2013-2016 წლებში უკვე მეოთხედ გამოაცხადა. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები 500-დან 5 000 ლარის ოდენობით დაფინანსდა. ქვეყნის მასშტაბით 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა უკვე განხორციელდა. მათ შორის, ბენეფიციარმა დავით ჯარმელიშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ქართული და ევროპული ვაზი გააშენა; მარინა წიქარიშვილმა მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში გოგონებისთვის ხელსაქმის შესასწავლი სკოლა-სტუდია გახსნა; ოლეგ ჟვანიამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე სწრაფი კვების ობიექტი ისევ აამუშავა; ლევან გოგალაძემ გორის რაიონში საფუტკრე მეურნეობა შექმნა; მანანა შონიას ხელნაკეთმა ნამუშევრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოწონება დაიმსახურა; ვალერი კოჩუაშვილმა სოფელ ხელთუბანში პურის საცხობი თონე გახსნა და საქმიანობა გააფართოვა; მერაბ შარაბიძემ ქედის რაიონში ვაზის ჯიში - ჩხავერი გააშენა და სხვა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნესინიციატივები სამი მიმართულებით იყოფა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა“, - ნათქვამია „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)