17:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 15:27:48, 728 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ქვეყანა ჩრდილო კორეისკენ მიექანება

ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია - ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის იმ ფაქტს ეხმაურება, რომ სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

„ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ, ფაქტია რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. ზუსტად ვიცი, გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, ფაქტია, რომ ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება“,- წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics