|
2025-05-12 19:05:23, 847 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია; შეწყვიტეთ სისხლისღვრა
ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დაჟინებით მოითხოვდა, რომ შეხვედრა შემდგარიყო“. „ამ შეხვედრამ შეიძლება ბევრი კარგი შედეგი მოიტანოს. შეწყვიტეთ სისხლისღვრა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, რომ თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებს დათანხმდეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად დაელოდება. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)