|
2016-03-16 12:57:03, 559 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში სტუდენტებისა და პროფესორების პროტესტი გრძელდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღესაც ორი აქცია გაიმართება. თუმცა, აქციებს სტუდენტები სხვადასხვა დროს გამართავენ. ამასთანავე გრძელდება თსუ-ს სტუდენტების შიმშილობაც, რომელთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. თვითმმართველობის წარმომადგენლების და აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა რექტორის გადადგომა, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ სრული პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე სწორედ ვლადიმერპაპავამ უნდა აიღოს. თვითმმართველობის პრეზიდენტი კი პარალელურად შიმშილობას განაგრძობს. ის აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, თვითმმართველობის მიმართ, ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა. „მთელმა ქვეყანამ ომი გამოგვიცხადა, როგორც ტერორისტულ დაჯგუფებას. მე მგონია, რო მ ეს ადამიანები, ვინც სიმართლისთვის იბრძვიან, და ვისაც ჯერა, რომ მის მხარეს არის უნივერისტეტში სიმართლე, ეს ადამიანები არ იმსახურებენ იმ დევნას, რაც ხორციელდება სოციალურ ქსელებში,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა. თვითმმართველობის მთავარ პრეტენზია უკავშირდება იმას,რომ თუ ე.წ. ოდეერების არსებობის შესახებ რექტორმა სამი წლის განმავლობაში იცოდა, რატომ არ მოხდა ამაზე ამ დრომდე რეაგირება. რაც შეეხება მეორე საპროტესტო აქციას, "აუდიტორია 115"-ის წევრები აპირებენ 13.00 საათზე, უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბონ. მათი თქმით, საპროტესტო აქცია თვითმმართველობისგან განსხვავებულ დროს და ადგილას დანიშნეს, რათა რაიმე სახის დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული. "აუდიტორია 115"-ის წევრები მოითხოვენ, შეწყვიტონ თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის დაკავება, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდეს. უფრო კონკრეტულად კი მოხდეს თვითმმართველობის სისტემის ცვლილება, ასევე ცვლილებები შევიდეს რექტორის, აკადემიური საბჭოსა და სენატის არჩევის პროცესში. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ პროტესტს აგრძელებენ უნივერსიტეტის პროფესორებიც. მოშიმშილე პროფესორების რიცხვი 5-მდე გაიზარდა. როგორც პროფესორები აცხადებენ, მათ შიმშილობა გუშინ დაიწყეს და მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავაზე ზეწოლა და არ დატოვოს მან თანამდებობა. ცნობისთვის, ამ დროისთვის მოშიმშილე პროფესორები არიან: თამარ დოლიძე, მანანა ხარხელი, გიული ქეშელაშვილი, მანანა ტაბატაძე და იზოლდა ჭილაძე. ისინი რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ. თსუ-ს მთელ ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)