|
2025-05-05 15:02:10, 1003 ნახვა
საზოგადოება
TI - ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. "2017-2025 წლებში, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სახელმწიფო შესყიდვებით ჯამში 2,189,863 ლარი მიიღეს. აქედან 1,713,942 ლარი (78.2%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით გადაერიცხათ. ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი შემოსავლები 2021-2025 წლებში 9-დან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირე თანხებს ადიგენის მუნიციპალიტეტი მისი გარემოცვის 15 პირს, ძირითადად პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით უნაწილებს" - წერია TI-ს განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როცა ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოს ისე იღებს, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს. იხილეთ კვლევა სრულად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)