18:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-30 20:47:15, 1096 ნახვა

პოლიტიკა
MEGOBARI აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის ეტაპზე გადადის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

Foreign Press USA-ის კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, მომავალ კვირას აშშ-ს წარმომადგენელტა პალატაში MEGOBARI აქტის კენჭისყრაზე გამოტანა იგეგმება.

"MEGOBARI აქტი, რომელიც 2025 წლის დასაწყისში კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს, უკვე გადის საბოლოო განხილვაზე და მომავალი კვირისთვის აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უყრიან კენჭს" - წერს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე.

რაუფოღლუს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმეტში ნათქვამია, რომ კანონპროექტი მიმართულია საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ და მისი მიზანი საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, უსაფრთხოების განმტკიცება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics