18:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 16:23:50, 602 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს დილით, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დარბევა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს და დემოკრატიული ხმები გააჩუმოს. შესაძლოა, რეჟიმმა შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს ჩვენს სიმტკიცეს მხოლოდ გააძლიერებს. ხალხი არ გაჩუმდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად დღეს რამდენიმე ფონდის დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლებში შევიდნენ. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი. ასევე, უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics