22:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 10:21:44, 795 ნახვა

საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, ადვოკატი შევიდა. გუჯა ავსაჯანიშვილი პროცესს პირადად დაესწრება.

ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.

ამასთან, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან. „ახლა აღმოვაჩინე, რომ სახლში შემოსულია სუს-იც, პროკურატურის გარდა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად, ჟორჟოლიანის სახლში დილით, დაახლოებით, 09:00 საათისთვის მივიდნენ. ტელეწამყვანს ჩამოართვეს ტელეფონი.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics