|
2025-04-28 14:46:50, 739 ნახვა
სამართალი
გრიგოლ გეგელია - საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებთან „კარგი ურთიერთობა ჰქონდა“. როგორც ბესელიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის „სულ სხვა ურთიერთობა იყო“. „გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს. ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია იკითხება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)