|
2025-04-24 12:04:01, 868 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა მოხდება, კერძოდ მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ასევე სასამართლო სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც, გარდა რევაზ კიკნაძისა და რუსლან სივაკოვისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინა, რომელიც მისი განმარტებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს წარმოადგენს. ადვოკატებმა კი მოსამართლეს მიმართეს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტური არ არის და მტკიცებულებების არდაშვების შაუმდგომლობით მიმართეს. ასევე, სასამართლო სხდომა კვლავ ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)