03:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-19 15:51:52, 774 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ირანის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება.

„ჩვენ მივესალმებით თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. ორივე მხარის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მხარს ვუჭერთ. გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს რომში, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics