|
2025-04-16 19:05:00, 904 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას ბრალდება წარუდგინეს
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის შენობა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ დატოვა. "ბრალი წარმიდგინეს, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა - კომისიამაც და პროკურატურამაც ძალიან ღრმად შეტოპა და აგიხსნით, რატომ - როგორც კი შემდეგი პროკურატურა (ეს ხელისუფლება რომ შეიცვლება, პროკურატურაც შეიცვლება, ცხადია) იტყვის, რომ გვარამია იყო მართალი, ეს კომისია იყო არაუფლებამოსილი და პარლამენტიც იყო არაუფლებამოსილი, ეს არის იურიდიული ფაქტის დადგენა და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც არ უნდა თქვას მერე, გამოვა, რომ დადგენილი იქნება ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა. რაკიღა საკონსტიტუციო სასამართლო გავიხსენე, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს რევაზ ნადარაია, რომელიც იყო უდაბლესი კლასის პირველი ინსტანციის მოსამართლე, წარმოუდგენლად გაუნათლებელი. მერე რაღაცნაირად მოხვდა უზენაეს სასამართლოში, გასაგებია როგორც და ახლა არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. რატომ ღმერთი არ გაიცინებს და რატომ საქართველოს კონსტიტუცია თავს არ დაიწვავს თავად", - განუცხადა განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ. გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს. ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)