18:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 18:12:31, 611 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო, პრობლემას ვერ ვხედავ

თბილისის პროკურატურაში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

გვარამია უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

"ბრალს რომ წარმიდგენდნენ, გასაგები იყო ისედაც, ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. ოპოზიციის ყველა გამბედავი წევრი ამ ბრალის "მსხვერპლია". რაც შეეხება გირაოს, მე არ ვარ მარტო, ჩემს უკან ჩემი გუნდია, მასთან ერთად ვიმსჯელებ. ჯერ დადგეს ეს საკითხი და მერე ვილაპარაკებ ამ თემაზე", - განუცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ უპასუხა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics