|
2025-04-14 21:24:00, 957 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - წარმოიდგინეთ, 20 ივნისს ნინო ლომჯარია იმყოფებოდა გახარიასთან ერთად, ორი აგენტი იყო ერთად
გიორგი გახარია რაღაც მომენტში ნამდვილად შემეცოდა, ისე აიხლართა თავის ტყუილებში. კაცი, რომელიც ლაპარაკობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდიო ვიღაცასო, რა დღეშია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, 20 ივნისს გიორგი გახარია კონსულტაციებს ნინო ლომჯარიასთან გადიოდა. „მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივედი „ქართული ოცნებიდან“. მთელი დღე არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. გემახსოვრებათ ჩემი იქ მივარდნა და სიტუაციის განმუხტვის მცდელობები. დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. 2-3 ადამიანი იყო ხოლმე ძირითადად, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, როგორც ჩანს, რაც გაიგო, დავალება გასცა, რომელი დავალებითაც დღეს ხელი შეაწმინდა ქართველ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს იკადრა. მთელი დღე გვესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება თავისი თავის წინააღმდეგ. პირველი იყო 20 ივნისი, როცა სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია თქვა და ხელი შეაწმინდა პოლიციელებს. ლომჯარია არ ახსოვდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეს ხომ ორი სხვადასხვა მხარეა. ერთი ღონისძიებას უნდა მართავდეს და მეორე უნდა იცავდეს ხალხს. ორი აგენტი იყო ერთად ამ დღეს. თორემ ლეგიტიმური მოგერიება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ თურმე კაცს რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გასცა ტყვიის გასროლის ბრძანება, ვიდრე წყლის ჭავლი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ალბათ ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)