|
2025-04-14 17:56:56, 822 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა
საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები“ გაიმართა. ვორკშოპზე იმპორტ-ექსპორტით დაინტერესებული ბიზნესისთვის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისთვის სასარგებლო ინფორმაცია და მონაცემები განიხილეს Maersk-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ირაკლი დანელიამ და Hegelmann Multimodal Georgia-ს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერმა, სალომე დანელიამ. შეხვედრა ტვირთის მიმოცვლის დროის შემცირებასა და შეღავათებს შეეხებოდა, რომელთა მიღება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ. ღონისძიებას 30-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპზე განიხილეს მრავალფეროვანი საკითხები, როგორებიცაა შუა კორიდორის შესაძლებლობები ქართული ბაზრისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ცვლილებები და მათი გავლენა შუა კორიდორის განვითარებაზე; შესაძლებლობები საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიებისთვის; გლობალური მიწოდების ჯაჭვის ტრანსფორმაცია - კონტეინერიზაცია და სხვა. ვორკშოპი საქართველოს ბანკის პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ღონისძიებების სერიის ფარგლებში გაიმართა. „საქართველოს ბანკში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას მათთვის რელევანტური ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ სხვადასხვა სექტორის საჭიროებებს, შემდეგ კი, ექსპერტების ჩართულობით, ვცდილობთ, მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მიგნებები და სასარგებლო ინფორმაცია რეგულარუად გავუზიაროთ. აღნიშნული ვორკშოპიც ბიზნეს 360°-ის შეხვედრების სერიის ერთ-ერთი ნაწილია და მოხარული ვართ, რომ ამ ღონისძიებებისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას გავუწევთ ორგანიზებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)