|
2025-04-14 15:32:10, 795 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში
თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: TBCxWIC - Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ. აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. „თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხიების მიმართულებებში" — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)