|
2025-04-10 11:01:58, 514 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ - როინ შავაძის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს. კომისიის სხდომაზე დაბარებული არიან ციცინო შავაძე, დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია და ის 5 კონკრეტული თავისგან შედგება. „ხუთივე თავი შეესაბამება იმ 5 თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის თემა; მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; პირადი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები; ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებო; მედიათავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)