19:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 18:38:01, 616 ნახვა

პოლიტიკა
სებასტიან ტინკინენი - მშვიდად ვუყურებდით, როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ

ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმეს არ ასახავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა (ფინეთი) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ფინელმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ანგარიშის პროექტს, რომელიც „საქართველოს რეჟიმზე გაზრდილი ზეწოლის მოწოდებით გამოდის“, მიესალმება.

„ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის, რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონები და საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის სასტიკი ჩახშობა. ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია. ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატი ქვეყანა ხდება ადგილი, სადაც ჩვენი მტრების იდეალები ასეთ დომინანტობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ“, - განაცხადა ტინკინენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics