05:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 16:13:27, 550 ნახვა

მსოფლიო
აშშ პოლონეთში უკრაინისთვის შეიარაღების მიმწოდებელი ჰაბიდან ჯარების გაყვანას გეგმავს

აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტოფერ დონაჰიუმ, განაცხადა, რომ პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლოგისტიკური ჰაბიდან, იასიონკადან, პერსონალი სხვა ლოკაციებზე გადანაცვლდება.

სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ოპტიმიზაციის ფართო სტრატეგიის" ნაწილია და პოლონეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან თვეების განმავლობაში ჩატარებული შეფასებისა და დაგეგმვის შედეგად იქნა მიღებული.

"სამი წლის შემდეგ შესაძლებელია შევამციროთ ჩვენი ყოფნა იასიონკაში და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს წელიწადში ათეულობით მილიონი დოლარი დავუზოგოთ". - განაცხადა დონაჰიუმ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლდისლავ კოსინიაკ-კამიშმა, იანვარში განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების დაახლოებით 95% იასიონკას გავლით მიეწოდება, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

"იასიონკას გავლით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი სამუშაო პოლონეთისა და NATO-ს ხელმძღვანელობით გაგრძელდება". - აცხადებს აშშ-ს სარდლობა.

"აშშ-ს ჯარები რჩებიან პოლონეთში, თუმცა განლაგებულები არიან სხვადასხვა ლოკაციებზე. იასიონკაში მისია ახლა ძირითადად ნორვეგიის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ძალების მიერ ხორციელდება". - დაწერა კოსინიაკ-კამიშმა პლატფორმა X-ზე.​

ცნობისთვის, პოლონეთში მუდმივად დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics