06:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 08:57:26, 651 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო - ტრამპის მუქარა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ შეცდომა შეცდომაზეა

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, არასოდეს მიიღებენ აშშ-ის "შანტაჟურ ბუნებას" და ტარიფების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ჩინეთის მიერ წარმოებულ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ არის „შეცდომა შეცდომაზე“.

“აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ესკალაციის შესახებ არის შეცდომა შეცდომაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს აშშ-ის შანტაჟურ ბუნებას. ჩინეთი ამას არასოდეს მიიღებს. თუ აშშ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. თუ აშშ გააძლიერებს სატარიფო ზომებს, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპირისპირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პეკინი სამშაბათამდე უარს არ იტყვის საპასუხო ზომებთან დაკავშირებულ გეგმებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics