06:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 19:03:06, 690 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერმა ტარიფებთან დაკავშირებით ისაუბრეს

დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სატარიფო პოლიტიკა ხელახლა განიხილოს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ზედიზედ ბოლო ხუთი წელია იაპონია აშშ-ში ყველაზე დიდი ინვესტორია და სატარიფო პოლიტიკამ იაპონური კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობებს შეიძლება ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაპონია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის მაღალი დონის გუნდს აგზავნის.

„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მოლაპარაკებებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინი ვაჭრობისას ძალიან ცუდად გვეპყრობიან. ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ, ჩვენ კი მათგან მილიონობით ავტომობილს ვიღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი ჩინეთთან!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების, ხოლო იაპონურ საქონელზე 24%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics