|
2025-04-06 17:45:32, 1292 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - ბავშვების ყველაზე დიდი ხოცვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ თავდასხმას ყველაზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. ვოლკერ თურქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფმა თავდასხმის ადგილი მოინახულა, ზიანი დააფიქსირა და მოკლული ბავშვების სახელები და ვინაობა დაადგინა. „ეს არის ყველაზე სასიკვდილო დარტყმა ბავშვების წინააღმდეგ რაც კი ოფისს 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გადაუმოწმებია. ეს წარმოუდგენელი საშინელებაა - ცხრა ბავშვი დაიღუპა, უმეტესობა პარკში თამაშის დროს. ერთმა აფეთქებამ დაასრულა 18 ადამიანის სიცოცხლე კრივი-რიჰში თბილ პარასკევს საღამოს, როდესაც ოჯახები შეკრებილები იყვნენ სათამაშო მოედანთან, რესტორანთან და საცხოვრებელ კორპუსებთან. რუსეთის ფედერაციის მიერ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ფართო მოქმედების მქონე ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება გამოხატავს მათი მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის უგუნურ უგულებელყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და თუ ის წარმოადგენს თავდასხმებს, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს. ვოლკერ თურქი კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის სწრაფ, საფუძვლიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)