01:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 12:07:27, 943 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მამნიაშვილი - ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები

“მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აცხადებს, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ტვინის შერყევა აქვს.

„მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის და გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობთ ყველას, ვარ მხნედ.

ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!“,- წერს "ფეისბუქზე" მამნიაშვილი.

ცნობისთვის, 5 აპრილს გიორგი მამნიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილმა დაწერა, რომ "შეურაცხყოფაზე რეაქცია" აუცილებლად იქნება და „ჭკუის სასწავლებელი“ უნდა იყოს.

„ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში…

იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!!

იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!“, - დაწერა „ფეისბუქზე“ შაქარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics