20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 14:02:21, 1007 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია

მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის „დევნა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“.

„რა სამარცხვინო და იაფფასიანი, მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო. სრული სოლიდარობა მას. მამუკას და ბადრის დევნა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics