20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 20:26:28, 768 ნახვა

პოლიტიკა
ODIHR - საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო

ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის გამო.

ODIHR-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ახლად მიღებული კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც, მაგალითად, უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო ყველა პიროვნებასა და ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესებში მოქმედად თვლის და უცხოურ აგენტად რეგისტრაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებს, “ზრდის შეშფოთებას ბოლო დროს მიღებულ სხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის უარყოფით გავლენაზე”.

“კანონი დიდ დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაზე, ვინც ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერი ახალი მოთხოვნა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა აძლიერებდეს მათ საქმიანობას და არა შეზღუდვებს უწესებდეს”, - განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

ODIHR საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ყურადღებით ხელახლა შეფასება.

“ეუთოს წევრმა ქვეყნებმა შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ვალდებულება აიღეს. მათ ასევე აღიარეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინ წასაწევად სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციისთვის, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ უნდა არღვევდეს პოლიტიკურ და საჯარო მონაწილეობას”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics